უკრაინამ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ქალაქ პოკროვსკის ცენტრში რუსული ბაზა გაანადგურა | ინფორმაციას და ვიდეოკადრებს უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსები ობიექტს „მოლნიას“ ტიპის კამიკაძე-დრონების გასაშვებად და საჰაერო დაზვერვისთვის იყენებდნენ.




