ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე – 6 ფეხბურთელი შეცვალა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველი მომენტი მხოლოდ 37-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კიტეიშვილის თავური ოდნავ ასცდა კარს. აღსანიშნავია, რომ დაბალ ტემპში უტევდნენ და თანაც პირველ ნომრად თამაში უჭირთ.
შესვენებაზე სანიოლმა ხარებაშვილი და ქვილითაია აზაროვით და ზივზივაძით შეცვალა, ჩვენი გუნდი აქტიურად გადავიდა იერიშებზე და ლოჩოშვილმა კიტეიშვილის ჩაწოდებულ ბურთს ელ ღარაბლის კარში მიუჩინა ადგილი. მერე კვარაცხელიამ ბურთი ხარიხას გაარტყა. შეცვლაზე შესული კვერნაძე 74-ე წუთზე საჯარიმოში მცველმა წააქცია და კვარაცხელიამ პენალტით ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში კვერნაძემ, რომელიც ჩინებულად ჩაერთო თამაშში, მცირედით ააცილა ბურთი კარს და საბოლოოდ – 2:0.
გამარჯვება კარგია, თუმცა მთავარია სანიოლმა დაინახა, ვის როგორი შესაძლებლობები აქვს და ვის შეიძლება დაეყრდნოს მომავალ მნიშვნელოვან შეხვედრებში.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო – ბაჰრეინი 2:0
გოლები: 1:0 ლოჩოშვილი (52), 2:0 კვარაცხელია (77, პენ)
საქართველო: გუგეშაშვილი (კერესელიძე 81), ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ბერიაშვილი (გელაშვილი 80), ხარებაშვილი (აზაროვი 46), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 71), კიტეიშვილი (კვერნაძე 71), ლობჟანიძე (მამაგეიშვილი 80), ეგოიანი (გაგნიძე 71), კვარაცხელია, ქვილითაია (ზივზივაძე 46)