დეა მეტრეველი: კი, ჩვენც ზუსტად ასე დავიღალეთ!

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
მსოფლიო მართლაც დაიღალა რუსეთისგან. ზელენსკის წერილის წაკითხვისას შეუძლებელია არ დაინახო პარალელები კრემლის 26-წლიან რეჟიმსა და „ქართული ოცნების“ 14-წლიან, დამღლელ მმართველობას შორის. პუტინსაც ეგონა, რომ საკუთარ ხალხს კარგად იცნობდა; ეგონა, რომ იმპერიალისტური ამბიციების დაკმაყოფილების სანაცვლოდ და გამოგონილი “დიფ სთეითის” საფრთხეების შიშებზე რუსები უსასრულო სისხლისღვრას, სიღარიბესა და გეოპოლიტიკურ იზოლაციასაც აიტანდნენ. თუმცა, ეს დიდი ილუზია აღმოჩნდა. დღეს რუსეთისგან მხოლოდ მსოფლიო კი არ არის გადაღლილი, არამედ თავად რუსი ხალხია გამოფიტული იმ მძიმე რეალობით, რომელიც მათ საკუთარმა ხელისუფლებამ მოუტანა. კანონზომიერია, როცა ნებისმიერი უცვლელი რეჟიმის რესურსი ილევა, ის საკუთარ თავსაც ღლის და ფიტავს.
კი, ჩვენც ზუსტად ასე დავიღალეთ!
არცერთ ხელისუფლებას საქართველოში არ ჰქონია იმდენი დრო და შესაძლებლობა, რამდენიც „ქართულ ოცნებას“ -14 წელი საკმარისზე მეტია ნებისმიერი ეკონომიკური თუ პოლიტიკუი ნახტომისთვის და ქვეყნის გაერთიანებისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. სამწუხაროდ, ეს დრო წარსულთან ბრძოლას, საზოგადოების ორად გაყოფას და მტრების ძებნას მოხმარდა.
🔸 რეპრესიების, ძალადობის და შიშის დათესვის პოლიტიკამაც ამოუწურა თავი… აღარ მუშაობს. სიღარიბე უფრო ხმამაღალი და მტკივნეულია.
🔸 ახალი თაობა ორიენტირებულია განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ევროპულ განათლებასა და თავისუფლებაზე. მისთვის შიში აღარ არის არჩევანის გაკეთების მთავარი მოტივატორი – „მგელი მოდის“ პოლიტიკა უკვე გაიცვითა და გამაღიზიანებელი და უსუსურია.
🔸 მოჩვენებითი მშვიდობის დაპირებებით, სინამდვილეში მივიღეთ სრული იზოლაცია;
🔸 კავკსაიის რეგიონში დავკაგეთ ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია და როლი;
🔸 ჩვენი წინაპრების საუკუნოვანი ოცნება, ნამდვილი ქართული ოცნება ევროპის ნაწილი გავმხდარიყავით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის გაყინვით დასრულდა;
🔸 ოცნების პოლიტიკამ და პროპაგანდამ კეთილდღეობა მხოლოდ ვიწრო ჯგუფის წარმომადგენლები გაამდიდრა, ხოლო მოსახლეობა ღრმა სოციალურ ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო მძიმე ხდება;
🔸 უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი მოსახლეობა ტოვებს ქვეყანას და მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ.
🔸 სულ უფრო ნაკლები ახალი ოჯახი იქმნება და სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება ჩვენს ქვეყანაში;
🔸 და, დიახ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც დაიღალნენ და სულ უფრო ნაკლები არგუმენტი აქვთ არ აღიარონ რომ 14 წლის თავზე საჭიროა ცვლილებები.
14 წელი ის დროა, როცა წარსულს ვეღარაფერს გადააბრალებ… ყოველ შემდგომ ნაბიჯი უკვე ბოლო დღეების პასუხისმგებლობაა.
ვოლოდიმერ ზელენსკის წერილის წაკითხვას ყველას გირჩევთ. საოცარი ტექსტია… რამდენად გაიგებს მის შინაარსს მთავარი ადრესატი რთული სათქმელია, თუმცა რუსეთის პოლიტიკური ელიტა ნამდვილად გაიაზრებს ამ გზავნილებს.
დიდება საქართველოს და უკრაინას! გამარჯვება თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!

ასევე დაგაინტერესებთ

თამუნა კეკენაძე: დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ – პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა

ნანა დიხამინჯია: რაღა ქართული პოლიტიკა და რაღა ტიკტოკერთა ჯახები. ჩაატარეთ ერთი კვლევა და იოლად მიხვდებით, რომ თქვენი აქტიური მხარდამჭერების გარდა არავის არ აინტერესებს ეს გარჩევები