პეტერბურგის ნავთობტერმინალის გუშინდელი დაბობმვის შედეგები თანამგზავრულ ფოტოზე

პეტერბურგის ნავთობტერმინალის გუშინდელი დაბობმვის შედეგები კარგად ჩანს თანამგზავრულ ფოტოზე – დაფიქსირებულია მინიმუმ 9 მოხვედრა, დაზიანებულია 6 რეზერვუარი, აქედან 1 მთლიანად განადგურებულია.
შეგახსენებთ, რომ ეს არი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ-ტერმინალი. ამ პორტიდან ექსპორტზე წლიურად 12,5 მლნ ტონა ნავთობი გადის.
თანამგზავრულ ფოტოებზე ასევე დასტურდება რომ უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს რუსული კორვეტი, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ფოტოზე კარგად ჩანს ხანძრის ჩაქრობის პროცესი.
კორვეტი „ბოიკი“ თავდასხმის მომენტში ბალტიის ფლოტის საზღვაო ბაზასთან, კრონშტადტის გემთმშენებელ ქარხანაში მშრალ დოკში იდგა. პირველადი შეფასებებით, გემმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო და მის აღდგენას დიდი დრო და ფინანსები დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის