თამო კეშელავა: დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრა კობახიძესთან დასრულდა და ამ ხალხს წამალზე კი არ ესაუბრა, არა, მათ ესაუბრა პოლიტიკაზე და შეუთანხმდა, რომ არც ერთ პარტიას არ უნდა დაუჭირონ მხარი

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრა კობახიძესთან დასრულდა და როგორი ტრაგიკული ქვეყანა ვართ, გული გაგისკდება, ამ ხალხს წამალზე კი არ ესაუბრა, არც იმაზე, რამდენად ეფექტურია წამალი, არადა, აქამდე ღიად, სულ იმას იძახდა, არააეფექტურიო, ხმა არ გაუღია ახლა ამაზე, ანუ, სცოდნია, რომ ეფექტურია, არა, მათ ესაუბრა პოლიტიკაზე და შეუთანხმდა, რომ არც ერთ პარტიას არ უნდა დაუჭირონ მხარი.
მშობელი ამბობს, რომ კობახიძესთან შევთანხმდით რომ არც ერთ პარტიას მხარს არ ვუჭერთ, “ვართ მარტო და სუფთაო.”
არა, თქვენ მარტო არ ყოფილხართ და არ ხართ, არც იქნებით, კი, თქვენს შვილებს რომ წამალი არ აქვს აქამდე, ეს პოლიტიკაა, ცუდი, საშინელი, საზიზღარი პოლიტიკა.
რაც შეეხება მხარდაჭერას, არცაა საჭირო ვინმეს მხარდამჭერი იყო.
როგორი ამაზრზენია, რომ შვილები ჰყავთ ადამიანებს ამ დღეში, წამალზეა შეხვედრად და უთანხმდება, რომ უნდა იყვნენ მარტონი. წამალზეა ეს შეხვედრა, ანუ, თუ წამალი გინდათ, მარტონი უნდა იყოთო.
სიჩუმეს ნიშნავს ეგ.
მოგცენ წამალი და გაჩუმდით, კარგი. აღარ თქვათ, რომ სხვის შვილსაც უნდა წამალი, რომ ოცნების მთავრობამ ამდენი დღე გაწამათ.
ახლა ხომ გასაგებია, რატომ არ იდგნენ თქვენ გვერდით ის მშობლები, რომლებიც გეგონათ დადგებოდნენ და არ მოვიდნენ?
მერე ვიღაც სხვა გაჭირვებული გამოვა და სასოწარკვეთილი, ისიც თქვენსავით იკითხავს – სად ხართ, ხალხო, სად, თქვენს შვილსაც შეიძლება მოუვიდეს, რატომ ხართ ჩუმად?
და თქვენც და მეც გვეცოდინება, რომ სად არიან და მარტონი არიან, პოლიტიკის გარეშე და “სუფთად”.
და მაინც არც ისინი იქნებიან მარტონი, არც თქვენ ხართ მარტონი და არავინ იმსახურებს, მარტო დარჩეს თუნდაც ყველაზე კარგი ხელისუფლების წინ პირისპირ!
რადგან, ის ხალხი, იმ მარათონიდან, აქციებიდან, პოსტებიდან, კომენტარებიდან – მართლა სხვისი შვილებისთვის იბრძვიან და დაე, იბრძოლონ, ყოველთვის და ყველა ბავშვისთვის და თითოეული ბავშვის სიცოცხლისთვის, ნებისმიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.