მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
ფოტო: C. Mayo Torné
3
წაკითხვა
დაახლოებით 1000 წლის წინ პანამელი დიდგვაროვნები ნახევრად გამჭვირვალე მწვანე ქვებთან ერთად დამარხეს. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ეჭვი, რომ ეს ქვები ზურმუხტები უნდა ყოფილიყო, თუმცა ამაზე კვლევა არავის ჩაუტარებია. ახალი ნაშრომში ავტორებმა დაამტკიცეს, რომ ეს ქვები ნამდვილად ზურმუხტებია და ისინი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან სავაჭრო გზებით, 700 კმ-ზე მეტ მანძილზე ჩამოიტანეს.
მკვლევრებმა საამისოდ არამრღვევი ტექნიკები გამოიყენეს, მაგალითად, რენტგენული ფლუორესცენცია, ინფრაწითელი სპექტროსკოპია და ფოტოლუმინესცენია. ამ მეთოდებით მათ 5 ზურმუხტი შეისწავლეს, რომლებიც პანამის წყნარი ოკეანის სანაპიროზე არსებული ორი ნაქალაქარიდან ამოიღეს.
ამ სამარხებს ელ კანიო და სიტიო კონტე ჰქვია. ისინი 800-1000 წლითაა დათარიღებული და გრან კოკლეს რეგიონს მიეკუთვნება. ზურმუხტების გარდა ამ დიდგვაროვნების საფლავებში ოქრო, პირიტის სარკეები და სხვა არტეფაქტებიც იპოვეს.
მიიჩნევა, რომ ზურმუხტის მსგავსი ქვებიდან მხოლოდ 8 ნიმუშია კოკლეს რეგიონიდან. ქვების წარმოშობის დასადგენად 5 მათგანს ქიმიური ანალიზი ჩაუტარეს და 22 სხვა ცნობილ ზურმუხტს შეადარეს, რომლებიც ეკვადორიდან და კოლუმბიიდანაა აღებული.
ხუთივე პანამურ ქვას კოლუმბიური ზურმუხტების მსგავსი ქიმიური ხელწერა აღმოაჩნდა. როგორც ნაშრომის ავტორები განმარტავენ, ეს ნივთები კოლუმბიელებსა და პანამელებს შორის პირდაპირ არ უნდა გაცვლილიყო. სავარაუდოდ, ზურმუხტები პანამაში “ირიბი გაცვლით” უნდა მომხვდარიყო. ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად სანაპიროსა და მდინარის დასახლებებს შორის ბევრი მეპატრონის ხელში მოხვდა ნაცვლად იმისა, რომ პანამაში პირდაპირ ჩაეტანათ.
ზურმუხტების საბოლოო ფორმების, ხელობისა და ზედაპირის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგი ზურმუხტი პანამაში უკვე მზა ფორმით ჩაიტანეს, ზოგი კი ადგილობრივმა ოსტატებმა დაამუშავეს.
ზოგ ქვას გაბურღვის წარუმატებელი მცდელობის კვალი ეტყობა, რამაც კრისტალი დააზიანა. ზურმუხტის გაბურღვა ძალიან რთული საქმეა, რომლის დროსაც ზოგჯერ კრისტალი იბზარება. ამის მიუხედავად, დიდგვაროვნებს გაბზარული კრისტალებიც ჩააყოლეს საფლავში.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი უძველეს პანამურ კულტურაში ზურმუხტების მნიშვნელობასა და სიმბოლურ დატვირთვას უსვამს ხაზს. შესაძლოა, ამ ქვებს ხარკადაც იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1000 წლისთვის ზურმუხტები და სხვა უცხოური პრესტიჟული საქონელი (მაგალითად, პირიტის სარკეები), ცენტრალური პანამიდან საერთოდ გაქრა. ეს შეიძლება რეგიონის პოლიტიკური შესუსტებით ან კულტურული ცვლილებებით აიხსნას, მაგალითად იმით, რომ დიდგვაროვნების დაკრძალვის წესები შეიცვალა.
კვლევა გამოცემაში Latin American Antiquity გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა6687 ნახვა
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება1793 ნახვა
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება “ბაბუაწვერა დრონებით” შეისწავლონ1636 ნახვა
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა683 ნახვა
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?654 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს
შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს
გადახედვა
ადამიანი
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გადახედვა
ქიმია
ნისლი “ცოცხალია” — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ
ნისლი “ცოცხალია” — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ
გადახედვა
ადამიანი
საუბრისას “მმ” და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
საუბრისას “მმ” და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
ადამიანი
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
დედამიწა
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — “ცივილიზაციის აკვანი”
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — “ცივილიზაციის აკვანი”
გადახედვა
ადამიანი
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
კოსმოსი
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
ინტერნეტი
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
ტექნოლოგიები
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple რბოლაში ერთვება
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple რბოლაში ერთვება