უცნობი: ჩვენ რომ გვაგინებთ, ამის უფლება გაქვთ? კბილებში რომ არ გაძლევთ იმიტომ, რომ კიდევ ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას ვცემთ პატივს

“ჩვენ რომ გვაგინებთ, ამის უფლება გაქვთ? კბილებში რომ არ გაძლევთ იმიტომ, რომ კიდევ ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას ვცემთ პატივს ამ სიტუაციაში, რომ ძალადობა არ დავუშვათ.
იცი რომელი ადამიანი იგინება? რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს, შეუმდგარი ადამიანი მარტო არის აყროლებული, ან იგინება, ან იფურთება, ან კივის, ან წივის და მაგას გართმევენ, მეტი თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ, მაგიტომ ხართ გამწარებულები.
[…] ხუთი წელია ეთერში ვზივარ, როდისმე შემიგინია? საქმეს ვერ ვაკეთებ? შეურაცხყოფა მიმიყენებია ვინმესთვის? იუმორით, სიყვარულით ვეუბნები, შეიძლება ცინიკურადაც, მაგრამ შემიგინია, შეურაცხყოფა მიმიყენებია?” – ამბობს ოცნების პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) თავის საავტორო გადაცემაში უცნობის კიდობანში, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ სამმართველოზე

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს