დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლცენტრების ეპიზოდზე მსჯელობდნენ.
მოწმე, რომელიც პროკურორის თქმით, ერთ-ერთ “ქოლ-ცენტრში” იყო დასაქმებული, 3 საათზე მეტი იკითხებოდა.
ადვოკატი მედიასთან ამბობს:
ქოლცენტრის თანამშრომელმა, როდესაც აღნიშნა და დაასახელა სუსთან მიმართებაში გარკვეული ინფორმაციის ცოდნა, მან ასევე დაასახელა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც ქოლცენტრს, მისი გადსახედიდან მფარველობდა, ეს პირი არ არის გირგოლ ლილუაშვილი, მე სამწუხაროდ, სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით. გამოკითხულია აღნიშნული პირი, მაგრამ მას ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, როგორც სხვა ყველა მოწმეს, რომელიც თვითდინებით ამბობს და აღიარებს მუშაობის ფაქტს,- ამბობს ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.
საპირისპირო თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა:
მოწმემ დეტალურად ისაუბრა ქოლცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე მის მეწილეებთან დაკავშირებით, როგორ ფუნქციონირებდა ზოგადად, და ასევე მისი ინფორმაცია, რაც ხელთ გააჩნდა, და რის გამოც მშვიდად იყვნენ ქოცენტრის თანაშრომლები, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ და ეს იყო სუს-ის მხრიდან მფარველობა და მისთვის ცნობილი იყო კარგად გვარი ლილუაშვილი და ამ დეტალებზე დაკავშირებით მოწმემ ისაუბრა დღეს პროცესზე. შესაბამისად, აქ საუბარი არ არის იმაზე, პირდაპირ ხვდებოდა თუ არა, ეს თუ ის მოწმე გრიგოლ ლილუაშვილს, აქ საუბარია იმაზე, რომ მოწმისთვის, ქოლცენტრში საქმიანობისას, ზუსტი ინფორმაცია იქნა მის მიერ მიღებული. კონკრეტული ქოლცენტრი, რასაც ბრალდების მხარე ედავება, თბილისის 2 ლოკაციაზე დროის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე ფუნქციონირებდა, თუმცა ერთიდაიმავე მმართველობის და მფარველობის ქვეშ იყო. ეს პიროვნება ორივე შპს-ში და ტერიტორიაზე იყო დასაქმებული, – ამბობს საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი.




