თამო კეშელავა: ჩაშვებებზე გამახსენდა…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ჩაშვებებზე გამახსენდა:
წლების წინ, ერთ ხმაურიან მკვლელობაზე მქონდა პოსტი და ერთი ქოცი ჟურნალისტი, ვხედავ მწერს: – ნახე კეშელავას პოსტი, განსაკუთრებით, მე–13 კომენტარი, იქ ვიღაცა ქალი წერს, რომ შენი კურსელია და რაღაცეებს გიგონებს… და მიგდებს ჩემივე პოსტის ლინკს:)
აღმოჩნდა, რომ შს–ს იმჟამინდელ პიარს წერდა და ჩემს პოსტს უგზავნიდა, შეეშალა და მევე ჩამიგდო საკუთარი პოსტი და მევე ჩამიშვა ჩემთან:)
დაიწყო მერე ახსნა, რომ ამაში არ მეგონოს ხელფასს უხდიან და უფულოდ აკეთებს.
უარესი, გენაცვალე, – გავიფიქრე გულში, თუმცა, მივწერე რომ კი, ვიცი, რომ ქოცი ჩინოვნიკები მისიანებს არ აფასებენ და უფულოდ ტოვებენ და მარტო თავად ხვრეპენ.
ეს კი აღარ მოეწონა, მაგრამ რა უნდა ეთქვა ახლა, უკვე მოწერილი ქონდა, რომ უფასოდ ემსახურება და:)
ხოდა, ახლა მდინარაძემ წაართვა ეგ უფასო სამსახურიც კი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა