ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

Galt&Taggart-ის 29 იანვარი – 2 თებერვლის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედარებით, გაძვირდა. ყველაზე მაღალი ზრდა Georgia Capital-ის აქციებზე დაფიქსირდა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.26% წინა კვირასთან შედარებით და -5.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 134 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.10 – 38.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.49% წინა კვირასთან შედარებით და +4.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.60 – 29.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 27 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.41% წინა კვირასთან შედარებით და +10.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 525 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.70 – 11.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე