უკრაინულმა დრონებმა ბერდიანსკის პორტში რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო ნაწილები თავს დაესხნენ რუსულ სატვირთო გემ „ლეონიდ პესტრიკოვს“, რომელიც დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების 422-ე ცალკეულ პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

30 მაისის ღამეს, უპილოტო სისტემების ძალების დრონებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერსა და ნავთობბაზას, ასევე ოკუპირებულ ფეოდოსიაში, ყირიმში, საზღვაო ნავთობის ტერმინალს შეუტიეს.

უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, მაიორმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ, ასევე განაცხადა, რომ 30 მაისის ღამეს, რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სამხედრო აეროდრომზე, უკრაინელებმა ერთი „ისკანდერი“ და ორი „ტუ-142“ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ