ინფრასტრუქტურა
დიდუბესა და დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიები ითიბება
დიდუბის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს. დიდუბესა და დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიები ითიბება, მცენარეები სარეველებისგან იწმინდება და ბუჩქები ისხვლება. აღნიშნული სამუშაოები რაიონის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა მისამართზე შესრულდება.
გამწვანებული სივრცეების მოვლისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 340 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სთარი 2007“ ასრულებს