ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, – წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე, ევროპა საკუთარი თავის ძიებაშია.
როგორც მახაშვილი აღნიშნავს, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ევროპამ ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარება უნდა დაიწყოს. “მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა. ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის, როლისა და ადგილის ძიებაშია. სწრაფად ცვალებადი სამყარო საჭიროებს სწრაფად ადაპტირების უნარს, ახალ ინსტრუმენტებს, აგრეთვე, ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარებას. სხვა შემთხვევაში, ახალ მსოფლიოს ევროპის ნაცვლად სხვები შექმნიან. ახალ მსოფლიოს ახალი (ან კარგად დავიწყებული ძველი) ევროპა სჭირდება,” – წერს ლევან მახაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები