,, დღეს საქართველოში ,,ბეზპრიდელია”!!! მავანი იტყვის, ივანიშვლის მიერ მართულიო!!! არა!!!” – კახა მიქაია

5
პოლიტიკოსი კახა მიქაია:
,,შპანა”
როცა პოლიციელი ,,ძველი ბიჭივით” იქცევა და ,,ძველი ბიჭი” პოლიციელს ემსგავსება…
როცა ციხე გადავსებულია პოლიტპატიმრებითა და რეჟიმის ტყვეებით, ხოლო კრიმინალები მაღალ თანამდებობებს იკავებენ, გავლენის სფეროებს აფართოებენ და ზოგ შემთხვევაში ,,კლუჩნიკებადაც” მუშაობენ, მაშინ ქვეყნის სახელმწიფროებიობის საყრდენი ირყევა და იწყება ,,ბეზპრიდელი”!!!
დღეს საქართველოში ,,ბეზპრიდელია”!!!
მავანი იტყვის, ივანიშვლის მიერ მართულიო!!! არა!!!
ივანიშვილიც ამ ,,შპანის” წევრია, კრემლის მხრიდან დაორგანიზებული, დაფინანსებული და მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედი ,,შპანის” წევრი, უბრალოდ, მას მინიჭებული აქვს სტატუსი, სტატუსი ,,შპანის ატამანისა”!!!
ყველა კომენტარი, ე.წ. ხელისუფლების წევრების, მათი პროპაგანდისტებისა თუ რიგითი მომხრეებისა, ტროლებისა თუ ბოტებისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ამ ,,ბეზპრიდელის გაპრავებას”, ასრულებს კრემლის მთავარ ამოცანას, საქართველო იქცეს კრემლის მიერ მართული ქაოსის ტერიტორიად, სადაც კვალიც არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოებრიობისა და ევროპული პერსპექტივის!!!
,,იცოდეთ, თქვენ გყავთ მტრები, თქვენ გითვალთვალებენ და არ მისცეთ მათ კამერებზე თქვენი დაფიქსირების საშუალება”
,,რა გინდოდათ გორის პოლიციის შენობასთან ჟურნალისტებს?!
მე თქვენ არ მახსოვხართ მერაბიშვილის პოლიციასთან”…
ეს და კიდევ მრავალი ,,გამპრავებელი” კომენტარი თუ პოზიცია არის სწორედ ,,შპანისთვის” დამახასიათებელი და ლუბიანკის მიერ შემუშავებულ მესიჯბოქსებში პირდაპი და არაორაზროვნად ჯდება!!!
წარმოუდგენელია, ,,შპანის” სათარეშოდ ქცეულ ქვეყანაში რომელიმე ინსტიტუტი დამოუკიდებლად არსებობდეს და ფუნქციონირებდეს!!!…
,,შპანა” და ,,შპანის” ფსიქოლოგია,
,,შპანური” აზროვნება,
არის მენტალური პრობლემა, რომლის დაძლევა არ არის ადვილი იმ საზოგადოებისთვის, რომლის საკმაოდ სოლიდური ნაწილი, დიდი ხანია, შიშისკენ, ინფანტილიზმისკენ ცინიზმისკენ და ბოროტებისკენ მიდრეკილებით არის გამორჩეული…
მაშინ, როდესაც გორში ივანიშვილის ,,შპანის” მიერ მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის აქტს
საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრთან ერთად, ვერ უპირისპირებს ორგანიზებულ პროტესტს და მხოლოდ ფბ-ზე კაკუნით, ბრიფინგების ჩატარებითა და სატელევიზიო ეთერებში მკერდზე მჯიღის ცემით არის დაკავებული,
შპანა {კრემლი} შეტევაზე გადადის და კიდევ უფრო აძლიერებს რეპრესიულ მანქანას!!!
დღეს ამოქმედებული კიდევ ერთი რეპრესიული მანქარანა ,,აზრის პოლიციის” სახით, ამის ნათელი მაგალითია!!!”