მიხეილ ყაველაშვილი: პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა

„ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს! მსურს განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს – ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს: მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიციელების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებას დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა აქვს.
„პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ. პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე პოლიციელებს – თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა

სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის