პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალურ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.
აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში ICDO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის რანგში. ხაზი გაესვა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას სასწავლო პროგრამებისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებაში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე სამოქალაქო თავდაცვის სისტემების განვითარებაში, ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირების ხელშეწყობასა და საგანგებო სიტუაციებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებაში.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე პოლიციელებს – თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა

სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის