რუსეთის სასამართლომ ბორის აკუნინი დაუსწრებლად დააპატიმრა

რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს ცნობილი მწერალი და დრამატურგი, პუტინის ხელისუფლების და ში ომის მოწინააღმდეგე ბორის აკუნინი(გრიგორი ჩხარტიშვილი). ის ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „ინტერფაქსის“ და „ტასის“ ცნობით, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებებსა“ და ს არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში ბრალდებულ ბორის აკუნინს დაუსწრებლად შეუფარდა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა.
მწერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის დეკემბერში აღძრეს. ბორის აკუნინი „ტერორისტების და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანეს.
2024 წლის იანვარში რუსეთმა აკუნინი ძებნილად გამოაცხადა. იანვარშივე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბორის აკუნინი შეიყვანა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში.
ბორის აკუნინი საჯაროდ აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე და უკრაინელების მხარდამჭერია. ამ პოზიციის გამო, ცნობილი მწერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები რუსეთის არაერთმა თეატრმა გააუქმა. ზოგიერთმა გამომცემლობამ აკუნინის წიგნების გაყიდვა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ