რუსეთში, კიროვის ოლქში მდებარე Лазарево-ს ნავთობის სატუმბ სადგურზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

რუსეთში, კიროვის ოლქში მდებარე Лазарево-ს ნავთობის სატუმბ სადგურზე ხანძარი გაჩნდა – ეს ობიექტი რუსული ნავთობსადენების სისტემის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია. სადგური ციმბირული ნავთობის რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ტრანზიტს უზრუნველყოფს.

ობიექტი ასევე გამოიყენება ნავთობის გადასაქაჩად ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტისკენ, საიდანაც რუსული ნავთობი ექსპორტზე გადის.