რუსეთში საქართველოს სუს შეაქეს ასაფეთქებლის აღმოჩენის გამო

რუსულ სამთავრობო მედიებში აფასებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებას, საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანის მცდელობაზე.
სუს-ის განცხადებაზე არაერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ დაწერა, მათ შორის ორმა ყველაზე დიდმა სამთავრობო ონლაინ-სააგენტომ – „რიამ“ და „ტასმა“.
ორივე მათგანმა ერთი და იმავე ექსპერტთან ჩაწერა ინტერვიუ. ის ამბობს რომ მომხდარი „კარგი პოლიტიკური ფაქტორია“.
„ვფიქრობ, ასაფეთქებლის დაკავება, მაინც, ალბათ, ჩვენი სპეცსამსახურების დახმარებითაც [მოხერხდა], რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია. ქართველებმა კარგად იმუშავეს, ვფიქრობ, ეს კარგი პოლიტიკური ფაქტორია, რომ საქართველო მაინც მოუბრუნდება რუსეთს და ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდება“, – ეუბნება „ტასს“ სერგეი გონჩაროვი, სპეცრაზმის დანაყოფ „ალფას“ ვეტერანთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.
ს მეორე სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რიასთან“ საუბარში მანვე განაცხადა, რომ ასაფეთქებლის ტრანსპორტირების მარშრუტი მსგავსია იმისა, რომელიც 2022 წელს ს ხიდზე გამოიყენეს.
„არა მგონია, უკრაინულ სპეცსამსახურებს შეეცვალათ ტერაქტების მომზადების კონცეფცია. იგი მათ აწყობთ, ვინაიდან ჰყავთ აგენტურა რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში“, – აცხადებს გონჩაროვი.

ასევე დაგაინტერესებთ