სალომე ზურაბიშვილი შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე – რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოდესაში, შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უძლეველობის მითი დაიმსხვრა.

„მიუხედავად იმისა, რომ მითი დაიმსხვრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აქ გაჩერებას თანხმდება. ის ამავდროულად კიდევ ერთ ომს, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია. ის ომს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ არჩევნების, პროპაგანდის, ინსტიტუციური მიტაცების, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და საკუთარი საკანონმდებლო იძულების მექანიზმის ექსპორტის საშუალებით აწარმოებს. საქართველოში მიღებული ყველა კანონი ჰიბრიდული ჩარევის კამპანიის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი იმპერიალისტურ ძალად რჩება.

„ის, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აერთიანებთ, ეხება იმას, აქვთ თუ არა რუსეთის მეზობელ ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევის სუვერენული უფლება და დაიცავს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება ამ უფლებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – მდინარაძის „ჩახსნით“ ძალოვან ბლოკზე კობახიძის ძალმოსილება განულებულია, ჩანს, რომ გენერალ მდინარაძის მიმართ ივანიშვილის ნდობა შემცირებულია, თინა რუხაძე კი მოხსნეს, 2 კვირის წინ „გრძელვადიან გეგმებზე“ საუბრობდა

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს