პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო? – ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე, მაშინ არ იყო ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ ს ინტერვიუს le monde-სთან, სადაც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას სთავაზობს საზოგადოებას და არ იმჩნევს, რომ მას უმრავლესობა პრეზიდენტად არ თვლის.
“ხალხი ალბათ დაიღალა სალომე ზურაბიშვილის სისულელეებისა და ტუტუცობების მოსმენით, მაგრამ მეორე მხრივ როგორ ან რატომ უნდა გავუტაროთ მართლა არ მესმის. ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას გვთავაზობს, რაც მთავარი თავი პოლიტიკოსად და დიპლომატად მიაჩნია, პრეზიდენტად რომ არ თვლიან ეს კი იცის მაგრამ არ იმჩნევს. ნახეთ რას ამბობს – “დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის – დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით.” პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! თუმცა ყველა ამჩნევს და შესაბამისი რეაქციაც და დამოკიდებულებაც აქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნანობს რომ მას მისცა ხმა არჩევნებზე, ერთს ვიტყვი არავის არ ეგონა თუ ეს ქალბატონი ასეთი უღირსობის მაგალითებსა და “მარგალიტებს” შესთავაზებდა ხალხს,” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით