“თქვენი მშვიდი ძილი დასრულდა” – მედვედევი ევროკავშირს

მას შემდეგ, რაც რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, ხოლო ევროპარლამენტარებმა დაანონსეს, რომ რუსეთს მსგავსი ქმედება აღარ უნდა შერჩეს პასუხგაუცემელი,  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას აფრთხილებს.
ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ხელისუფლება ცალმხრივად შევიდა ომში რუსეთთან. ამიტომ, იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ. მშვიდი ძილი დასრულდა. მაგრამ იცით, ვის უნდა ჰკითხოთ მიზეზი!, – წერს მედვედევი.