მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

11
ბუასილი ის დაავადებაა, რომელსაც, ზოგჯერ მარტივად უყურებენ, უარეს შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა დისკომფორტია, ამიტომ პროფესიონალს, სამწუხაროდ, დაგვიანებით მიმართავენ.
რეალობა ისაა, რომ ბუასილი არაერთ საშიშ გართულებას იწვევს, მისი დიაგნოსტიკა მარტივი, სწრაფი პროცედურაა, მკურნალობის არაერთი გზა არსებობს იმის მიხედვით, რამდენად შორსაა წასული დაავადება და ერთადერთი დისკომფორტი თავად ბუასილია.
როგორც ექიმი, ლევან გულუა გვიყვება, 50 წელს შემდეგ ასაკში, ეს დაავადება თითქმის ყველა ადამიანს აღენიშნება, მხოლოდ სხვადასხვა ფორმით, ზოგს შემაწუხებლად, ზოგს კი – საწყის ეტაპზე და ამიტომ მხოლოდ სუსტად გამოვლენილი სიმპტომებით.
როგორია მკურნალობის გზები და პრევენციის რა გზები არსებობს? – ალიას ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, პროქტოლოგი, ლევან გულუა პასუხობს.
– რა ფუნქცია აქვს ჰემოროიდულ კომპლექსს ჩვენს ორგანიზმში და რას იწვევს ამ ფუნქციის დარღვევა, ანუ ბუასილი?
– ჰემოროიდული კვანძები სწორ ნაწლავის არტერიო-ვენური  ანასტომოზებია, რომლებიც ხელს უყობენ სისხლის მიმოქცევის რეგულაციას.
უკვე განვითარებული ჰემოროიდული დაავადება საკმაოდ ბევრ დისკომფორტს იწვევს და ძალიან აუარესებს  ცხოვრების ხარისხს. შორს წასული დაავადების დროს კი შესაძლოა იყოს ისეთი გართულებები როგორიაცაა თრომბოზი, სისხლდენა,  ჩირქოვან სეპტიური პროცესები.
– დაავადების რისკ-ჯგუფები როგორაა განსაზღვრული?
– უფრო ხშირად კაცებში ვითარდება, ქალების შემთხვევაში, ორსულ და ნამშობიარებ ქალებში ხშირად გხვდება. ასაკობრივ ჯგუფს რაც შეეხება, 45-65 წლების ადამიანებში მაღალია ავადობა.
50 წლის ზემოთ, რაღაცა ხარისხით, თითქმის ყველას უვითარდება. სამწუხაროდ, აღსანიშნავია რომ ბოლო დროს ხშირად ახალგაზრდებშიც გვხდება. ასევე, საყურადღებოა პაციენტები სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით, ან ღვიძლის უკმარისობით, ასეთ დაავადებებთან  მაღალია ავადობის მაჩვენებელი.
– როგორია პირველადი და შორსწასული დაავადების სიმპტომები?
– დისკომფორტი, პერიოდული ტკივილი, სისხლდენა დეფეკაციის დროს.
დინამიკაში, ასაკთან და დაავაადების პროგრესირებასთან ერთად, ზემოთ აღნიშნული სიმპტომების ინტენსიობა იზრდება.
– ბუასილის დიაგნოსტირებისთვის, კვლევებს იმდენად რთულად აღიქვამენ, ზოგჯერ, ლამის ექიმთან არ მიდიან ამის გამო – რა ხდება რეალურად?
– რეალურად, ჰეოროიდული დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია, პირველადი  მანუალური გასინჯვა და კონსულტაცია სავსებით საკმარისია ხოლმე, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რექტოსკოპია. ჩვენი კლინიკის, ნიუ ჰოსპიტალსის გუნდი, პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული, რაც პაციენტისთვის იმის გარანტიაა, რომ დიაგნოსტირება მისთვის იყოს მარტივი, სწრაფი პროცესი და დამატებითი კვლევის, რექტოსკოპიის საჭიროებისას, ამ კვლევასაც უპრობლემოდ ჩაიტარებს იგივე კლინიკაში.
– როგორია ბუასილის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ნიუ ჰოსპიტალსში?
– მკურნალობის მეთოდიკა  ადრეულ წლებთან შედარებით ბევრად დახვეწილი და უმტკივნეულო გახდა. გაჩნდა ძალიან ბევრი ამბულატორიული პროცედურა რომელიც ხელს გვიწყობს დაავადების დამარცხებაში ადრეულ სტადიებზე. მცირე ინვაზიური პროცედურები რომელებიც  მარტივად  ნემსის ჩხველეტით კეთდება, ბოტოქსი, სკლეროთერაპია – ჰემოროიდული არტერიების გადაკვანძვა, რომელის ფონზეც კვანძი პატარავდება, იკუმშება და ეტაპობრივად სიმპტომები და დაავადებაც იკლებს.
კიდევ ერთი ქმედითი მეთოდია – ლაზერული თერაპია, რომლითაც შესაძლებელია:
ჰემოროიდული არტერიის ლიგირება და რექტო ანალური აღდგენა (HAL-RAR)
ჰემოროიდული არტერიის ლიგირება (HAL)
– არსებობს მითი, რომ მაგალითად, წიწაკას და აჯიკას თუ არ ჭამ –  არ დაგემართება, და პირიქით, – თუ ჭამ, აუცილებლად გემართება, ან თუ ჯდომითი სამსახური არ გაქვს, – დაზღვეული ხარ. ეს მითია, თუ რეალობა? და რეალურად რა არის პრევენციული ღონისძიებები?
– ის, რომ რაიმე კონკრეტული საკვები იწვევს ბუასილის განვითარებას, –  მითია,  ნებისმიერი საკვები პროდუქტი, რომელიც იწვევს შებერილობას, შეკრულობას, ყაბზობას აუარესებს კუჭში გასვლის პროცესს, ხელს უწყობს ჰემოროიდული დაავადების განვითარებას.  ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის მოწესრიგება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და რა თქმა უნდა, უმთავრესია დროული მიმართვიანობა სპეციალისტთან, თუნდაც პრევენციისთვის, რადგან დაავადების პრევენცია ყოველთვის ბევრად მარტივია, ვიდრე შორს წასულის მკურნალობა.