საქალაქო სასამართლოში მომღერალ არჩილ მეფარიძის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მომღერალ არჩილ მეფარიძის პროცესი მიმდინარეობს. იკითხება დაზარალებულად ცნობილი ლელა ჯუღელი. ის მომხდარის დეტალებზე ისაუბრებს.
სავარაუდო ძალადობის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალს ედავება, 2022 წელს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. არჩილ მეფარიძეს ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. მას 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
წარდგენილი მუხლით, მომღერალს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება