ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: მძიმე კადრებია სანახავად. რაც ყველაზე მთავარია, გამოძიება დაწყებულია

მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა. “როცა საქმე პოლიციას ეხება, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას, ძალიან მაგარ ბიჭებს, გმირებს, რომლებიც სახლიდან გადიან და არ იციან დაბრუნდებიან თუ არა, ეს ბიჭები და გოგოები ამაზე მიდიან და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას აყენებს ჩრდილს. გამოძიება დაწყებულია, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში პროკურატურა გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას