საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 10 ნოემბრის N04/1320 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარეობს საქმის მოკვლევა შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 (3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის შესახებ.საქმის მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან, რაც, წერილის ჩაბარების მიუხედავად, ეკონომიკურმა აგენტმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა. შესაბამისად, შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ დაეკისრა ჯარიმა – 3 000 ლარის ოდენობით.ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

