15 წლის მოზარდი, რომელსაც გუშინ ღამიდან თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის კვალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს კამერამ გუშინ, 21:59 სთ-ზე, საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან დააფიქსირა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




