ეკა სეფაშვილი: ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ. ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ამერიკის პრეზიდენტისთვის დემოკრატიის დაწუნების ფაქტზე. დეპუტატის თქმით, როგორც ყოველთვის რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. „ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ.
ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან. ჯერ იყო და ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს, შემდეგ არჩევნებში მის გამარჯვებას ზარზეიმით შეხვდნენ, მერე ისევ ლანძღვა დაიწყეს, ახლაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ყველაფერ სასიკეთოს დაუპირისპირონ ნეგატივი, მოსახლეობაში გააჩინონ უიმედობის და სასოწარკვეთის განცდა იმ მიზნით, რომ როგორმე შექმნან ქვეყანაში აგრესიის ტალღა, რომელიც მათივე გათვლებით უნდა გადაიზარდოს ძალადობრივ რევოლუციაში. მათ იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებენ და ამიტომ სხვა გზა არ აქვთ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“

მამუკა მდინარაძე – ქართველს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რამდენად დიდია დამოუკიდებლობის ფასი, ამიტომ არის ყველაზე ძვირფასი სიტყვაც და ყველაზე ძვირფასი ღირებულებაც, ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს, თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი