რეზო ჯორბენაძე: (უფასო) სამედიცინო კონსულტაციები “ევროპის აგენტებისაგან” ვერ ჩატარდება! ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ…

გერმანიაში მოღვაწე ექიმი-კარდიოლოგი რეზო ჯორბენაძე:

(უფასო) სამედიცინო კონსულტაციები “ევროპის აგენტებისაგან” ვერ ჩატარდება! თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში 01/02.06.26-ში დაგეგმილი იყო ჩემ მიერ უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციების ჩატარება (კარდიოგრამა, გულის ექოსკოპია და კარდიოლოგიური რჩევა). რამდენიმე დღის წინ კლინიკამ მომიბოდიშა, რომ კონსულტაციები, სამწუხაროდ, ვეღარ შედგება, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვინაიდან მე ამჟამად არ ვფლობ ქართულ მოქალაქეობას, მიუხედავად 2 წლის წინ აღებული ქართული ლიცენზიისა არ მაქვს უფლება საქართველოში რამე სამედიცინო საქმიანობა განვახორციელო. ასეთი კანონი მიუღიათ ამა წლის 1-ელ მარტს. შემდგომში ლექციების ჩატარებას ამიკრძალავენ და მალე საქართველოში ჩამოსვლასაც. თქვენ კი, მეოცნებეები, შეხვედრისას ალბათ თვალს ამარიდებთ, რათა “ევროპის აგენტებთან” ნაცნობობაში არ დაგდონ ბრალი. ცუდად არის ჩვენი საქმე. ქვეყნის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ეს ყოველ წვრილმანზე ადვილი აღსაქმელია, თუ კაცს გონება არ აქვს პროპაგანდით დაბინდული და გამოუსწორებელი მედროვე არ არის. ერთადერთი სანუკვარი ოცნება მაქვს ბოლო ორი წელია: მინდა რაც შეიძლება მალე დაემხოს ეს დიქტატორული, თვითმარქვია, რუსეთუმე რეჟიმი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება დაგვიბრუნდეს!

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას