ფოტო: Getty Images
ცნობილი პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. მწერალმა, რომელმაც 2018 წლის ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში, ქალაქ პოზნანში რამდენიმე დღის წინ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მისი მომავალი წიგნის წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტი დაიხმარა.
“ბოლო რომანზე მუშაობისას, [ხელოვნური ინტელექტის] უახლეს მოდელს ვკითხე, რა ტიპის სიმღერებს მოუსმენდნენ ჩემი გმირები საცეკვაოდ რამდენიმე ათეული წლის წინ, AI-მ კი არაერთი სიმღერის სახელი მითხრა”, — ჰყვება ტოკარჩუკი, — “ხშირად მას ასევე ვეკითხები ხოლმე, ‘ძვირფასო, როგორ შეიძლება ეს [ხაზი] კარგად განვავითაროთ?'. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ როცა საქმე ეკონომიკას ან რიცხობრივ მონაცემებს ეხება, ალგორითმი ბევრ ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, მაგრამ ლიტერატურულ საქმიანობაში ეს ტექნოლოგია წარმოუდგენელ უპირატესობას გვაძლევს”.
ნობელიანტი მწერალი ასევე ამატებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, მწერლებისთვის უკვე ნაკლებად მიმზიდველი შეიძლება იყოს დიდი მოცულობის ტექსტებზე მუშაობა. თუმცა, სამომავლოდ “ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზური ურთიერთობა და თანამშრომლობა” ავტორებს, შესაძლოა, დიდად დაეხმაროს ამ მხრივ.
“გავრცელებული შიშების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩვენ, მწერლები, ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ისეთ ხელსაწყოებს, როგორიც ხელოვნური ინტელექტია. […] თავად ვიყიდე უახლესი, ყველაზე მაღალი ხარისხის ენობრივი მოდელი და გაოცებული ვარ, როგორ დაუჯერებლად აფართოებს ჩემი ხედვის არეალსა და აღრმავებს შემოქმედებით აზროვნებას”.
პოლონელი მწერლის ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა დიდი და ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი გამოხმაურება. კრიტიკის საპასუხოდ, ტოკარჩუკმა ვებგამოცემა Lit Hub-ს, რომელმაც პირველმა გაავრცელა ამბავი ინგლისურად, წერილი გაუგზავნა და განმარტა, რომ ახალი წიგნი ხელოვნური ინტელექტით არ დაუწერია. ათწლეულებია, დამოუკიდებლად ვწერო, ამატებს ტოკარჩუკი და ხსნის, რომ ხალხის უმრავლესობის მსგავსად, AI-ს ისიც კვლევისა და ფაქტების სწრაფად გადამოწმებისთვის იყენებს, მაგრამ “დამატებით” კიდევ ამოწმებს ხოლმე ინფორმაციას.
ტოკარჩუკის განმარტების მიუხედავად, კრიტიკის ტალღა არ შეწყვეტილა და მის განცხადებებს ზოგიერთ გამოცემაში მწვავედ უპასუხეს კიდეც.
“ტოკარჩუკი იმედოვნებს, რომ მომავალში მწერლებსა და მანქანურ ენობრივ მოდელებს შორის სიმბიოზური ურთიერთობა და თანამშრომლობა შედგება, რაც ორივე მხარისთვის მოიტანს სარგებელს. თუმცა, ეს ზუსტად ის ნაცნობი ნარატივია, რომელსაც შემოქმედებით ინდუსტრიაში AI-ის ინტეგრირების მომხრეები ხშირად იმეორებენ”, — წერს ჟურნალი ArtReview, — “ამჟამინდელი ეკონომიკური ამინდის გათვალისწინებით, ეს სასაცილოდ გულუბრყვილო აზრია, ან, უფრო სავარაუდოა, რომ გააზრებული გადაწყვეტილებაა, მოგებაზე გათვლა პრაგმატულ მიდგომად შეფუთოს”.
მწერლები AI-ის წინააღმდეგ
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით მწერლებმა ბევრჯერ გამოთქვეს შეშფოთება. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
ლოდინით დაღლილმა ფანმა GOT-ის ბოლო ორი წიგნი ხელოვნურ ინტელექტს დააწერინა
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
ცნობილმა მწერლებმა გამომცემლებს გასულ წელსაც მიმართეს ღია წერილით და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს. მათ მოთხოვნებს შორისაა, არ გამოიცეს AI-ხელსაწყოებით დაწერილი წიგნები (თუნდაც მალულად, გამოგონილი მწერლის ფსევდონიმით), არ გამოიყენონ AI წიგნებისთვის ყდის თუ სხვა დიზაინის შესაქმნელად, არ ჩაანაცვლონ სრულად ან ნაწილობრივ თანამშრომლები AI-ით და დაიქირაონ მხოლოდ ადამიანები აუდიოწიგნების გასახმოვანებლად. ავტორების თქმით, სამომავლოდ მათი ხელშეკრულებები ამ მოთხოვნებს ასახავს.
“მივექანებით მომავლისკენ, სადაც ჩვენს რომანებს, ბიოგრაფიებს, ლექსებსა თუ მემუარებს — ადამიანური გამოცდილების ამსახველ ტექსტებს — ‘დაწერს' ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც, თავისთავად, არ შეუძლია, იცოდეს, რას ნიშნავს ადამიანური გამოცდილება: ტკივილი, შიმშილი ან სიყვარული”, — ნათქვამია წერილში, — “AI ისეთ შთაბეჭდილებას კი ტოვებს, რომ ადამიანურობა ესმის, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანთან დალაპარაკება და მისი გაგება. ყოველ ჯერზე, როცა AI-ს სწერენ, ბოტი საპასუხოდ გამოიყენებს ენას, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების სინთეზით შეიქმნა. ისე, რომ ჩვენგან არც ნებართვა არ აუღიათ, არც კომპენსაცია არ გადაუხდიათ და არც თავაზიანობისთვის არ გამოუჩენიათ მადლიერება”.
ხელმომწერი მწერლების თქმით, მათი ამბები მოიპარეს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად, ეს მოდელები კი, “კაპიტალისტური წინდაუხედავი სიხარბის გამარჯვების შემთხვევაში, მალე დააგენერირებს წიგნებს, რომლებიც წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება”.
ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
ეს შიშები უსაფუძვლო არაა: ბოლო პერიოდში რეზონანსულ ამბად იქცა “მწერალ” კორალ ჰარტის შემთხვევა, რომელმაც მხოლოდ გასულ წელს 200-მდე “წიგნი” დააგენერირებინა ხელოვნურ ინტელექტს და მათი 50 ათასამდე ეგზემპლარი გაყიდა, რამაც ექვსნიშნა შემოსავალი მოუტანა.
ასევე იხილეთ:
უარი თქვით ხელოვნურ ინტელექტზე — ცნობილი ამერიკელი მწერლები გამომცემლებს მიმართავენ
AI-ით გენერირებულ “ხელოვნებაზე” საავტორო უფლებები ვერ იარსებებს — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უარი მოსარჩელეს
კომენტარები
გადახედვა
ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი აღიარებს, რომ წიგნის წერის პროცესში AI გამოიყენა
50 წუთის წინ
ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი აღიარებს, რომ წიგნის წერის პროცესში AI გამოიყენა
გადახედვა
იაპონიის მოსახლეობა მასობრივი ალერგიით იტანჯება — დამნაშავე 1950-იანი წლების პროექტია
8 საათის წინ
იაპონიის მოსახლეობა მასობრივი ალერგიით იტანჯება — დამნაშავე 1950-იანი წლების პროექტია
გადახედვა
მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
23 მაისი, 23:09
მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
22 მაისი, 17:52
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
გადახედვა
“საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს” — EU-ის წერილი ოპოზიციას
22 მაისი, 14:32
“საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს” — EU-ის წერილი ოპოზიციას
გადახედვა
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
22 მაისი, 14:14
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
22 მაისი, 14:08
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
22 მაისი, 14:00
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
გადახედვა
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
22 მაისი, 13:59
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
22 მაისი, 13:40
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
გადახედვა
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
22 მაისი, 13:28
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
22 მაისი, 13:08
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
გადახედვა
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
22 მაისი, 12:55
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
გადახედვა
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
22 მაისი, 12:45
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
“მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან” — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
22 მაისი, 12:34
“მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან” — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
გადახედვა
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
22 მაისი, 12:33
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
22 მაისი, 11:43
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
გადახედვა
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
22 მაისი, 11:41
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
22 მაისი, 11:40
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
22 მაისი, 11:34
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
22 მაისი, 10:28
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
კვირის ტოპ-5
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)11261 ნახვა
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე?9768 ნახვა
ბანგარანგა — რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც მთელ ევროპას პირზე აკერია8009 ნახვა
10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ5112 ნახვა
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ5102 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ეკონომიკა
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
გადახედვა
პოლიტიკა
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
ფლორა და ფაუნა
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
საზოგადოება
ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა — რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა
ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა — რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა
ტექნოლოგიები
სამაგისტრო კურსის ციფრული ტრანსფორმაცია — როცა თეორია პრაქტიკად იქცევა
სამაგისტრო კურსის ციფრული ტრანსფორმაცია — როცა თეორია პრაქტიკად იქცევა
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა კვერცხის ხელოვნური “ნაჭუჭიდან” წიწილები გამოჩეკეს
მეცნიერებმა კვერცხის ხელოვნური “ნაჭუჭიდან” წიწილები გამოჩეკეს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
კლიმატის ცვლილების გამო შხამიანი გველის კბენის რისკი იზრდება — კვლევა
კლიმატის ცვლილების გამო შხამიანი გველის კბენის რისკი იზრდება — კვლევა
გადახედვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: “გერმანიას სურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი, ესაა მთავარი გზავნილი”
პეტერ ფიშერი: “გერმანიას სურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი, ესაა მთავარი გზავნილი”
გადახედვა
კინო
ქრისტეს ვნებანი 2-ის გადაღებები დასრულდა — ნახეთ პირველი კადრი ფილმიდან
ქრისტეს ვნებანი 2-ის გადაღებები დასრულდა — ნახეთ პირველი კადრი ფილმიდან
საზოგადოება
როცა წინ ხედავ — თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია
როცა წინ ხედავ — თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია
ახლა კითხულობენ
გადახედვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $108 მლნ-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს HAWK-ის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა
22 მაისი, 08:56
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაამტკიცა უკრაინის მთავრობისთვის საზენიტო-სარაკეტო…
შალვა პაპუაშვილი: ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ყველაზე დიდი დამცირებაა საქართველოსი
არქიმ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
“დაგვცინის ქართველებს, მაგრამ ის პარალელურად დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს” — პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე
ხელოვნურმა ინტელექტმა მეცნიერებს ასაკობრივი უსინათლობის სამკურნალო საშუალება შესთავაზა