„დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლობა. ასევე დასრულდა ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ, დროებით.
ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ, ამაზე მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება“, – ამბობს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ნანიკო ხაზარაძეს სამთავრობო პროპაგანდისტულ „იმედზე“, რომელიც ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული, გადაცემა „ჩვენი ოჯახი“ მიჰყავდა, იყო „იმედის დღის“ წამყვანიც.




