26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაიგეგმა – “ოპოზიციის ალიანსის” პასუხი “ქართულ ოცნებას” (ვიდეო)

26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაიგეგმა – “ოპოზიციის ალიანსი” ხელისუფლებას პასუხობს. თბილისის მერიამ დღეს, 26 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისწერა, რომ არ რთავენ ნებას, რომ რუსთაველის გამზირზე ან სცენა ააწყონ, ან საავტომობილო გზა დაიკავონ.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ააცხადებს, რომ 26 მაისს იქნება მსვლელობა ვაკიდან პარლამენტამდე და იქნება დიდი მიტინგიც.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან მაგ დღეებში სწორედ  საქართველოში. მათ დასანახადაც ხდება რაღაცები ახლა – ამბობს გვარამია.

ჩვენი უფლებების რეალიზაციაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ის, რომ ქოცი მოგვწერს მის მიერ გამოგონილ შეზღუდვებს, ეგ ვერ გაგვაჩერბს ვერც ერთ შემთხვევაში. მთავარი, რაც მინდა ვთქვა – 26 მაისს იქნება ყველაფერი ისე, როგორც არის დაგეგმილი უკვე ორი თვეა, როგორც იცის ხალხმა. იქნება მსვლელობაც რუსთაველამდე ვაკიდან, იქნება მიტინგიც. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან მაგ დღეებში სწორედ  საქართველოში. მათ დასანახადაც ხდება რაღაცები ახლა. ასევე თუ არ მეშლება რუბიო ამ დღეებში იქნება ერევანში, სოწრედ იმ დღეებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და არ იქნება საქართველოში იმის გამო, რომ საქართველოში “ქართული ოცნებაა” და არის რეჟიმი. ამიტომ, ყველა თვალსაზრისით, ჩენ ხელი უნდა შევუშალოთ “ოცნების” ანტიდასავლურ კურსს”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია