“Setanta Sports, აგვიხსენით, რატომ აძლევთ მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას პროპაგანდისტულ რუსთავი2-ს?” – მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორი, მიშა მშვილდაძე:

Setanta Sports თუ შეიძლება, აგვიხსენით, რატომ აძლევთ მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას პროპაგანდისტულ რუსთავი2-ს??

ფეხბურთის მოყვარულთა უზარმაზარ აუდიტორიას რატომ აგდებთ რუსული პროპაგანდისტული ტვინის სარეცხი მანქანის ხახაში??

რატომ?? საქმე რომ გავუადვილოთ პროპაგანდას? – რომ იქნებ კიდევ რამდენიმე ათას ადამიანს და რაც ყველაზე საშიშია, უამრავ ბავშვს, ტვინი ურეცხონ პრორუსული, ქოცური არაადამიანური პროპაგანდით ყველა თამაშის ყველა ტაიმის დასრულებისთანავე გაშვებული პროპაგანდისტული გადაცემების პროპაგანდისტული პრომოებით??

უკრაინის დროშა ხომ გიყენიათ ისევ ლოგოებთან თამაშების ტრანსლაციების დროს?