კოლუმბიამ და „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ექვსი თვით გააგრძელეს

კოლუმბიამ და „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ექვსი თვით გააგრძელეს, – ამის შესახებ განცხადებას ორივე მხარე ავრცელებს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ 2024 წლის 6 თებერვლის 00:00 საათიდან ორმხრივი, ეროვნული და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 180 დღით გავაგრძელოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ მემარცხენე აჯანყებულ დაჯგუფებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები 2022 წელს განაახლა, როგორც „ტოტალური მშვიდობის“ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც კოლუმბიაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, რომელიც უკვე 60 წელია გრძელდება და 450 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
გუსტავო პეტროს მთავრობამ და „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 2023 წლის აგვისტოში მიაღწიეს, რომელიც 6 თვეს გაგრძელდა და „ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია“ დათანხმდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას შეწყვეტდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე