39
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
რადგან ადამიანს, რომელიც საპატრიარქოში ავტომანქანით შევარდა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – დანაშაულის ფაქტი სახეზეა და ამას ვერავინ უარყოფს – ახლა დავწერ კონკრეტულ ფაქტს.
ფაქტები, ვიცი მე, არავის უყვარს, მაგრამ მაინც…
28 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის, (ეს ის დღეა, პატრიარქობის სამი კანდიდატი რომ გამოირჩა) თბილისში, ვაჟა-ფშაველას 11-ში მდებარე თბს ბანკის ფილიალის მიმდებარედ გაჩერდა ავტომანქანა პრიუსი (355), საიდანაც გადმოვიდა საპატრიარქოს თანამშრომელი, ყველასათვის ცნობილი (ჩემსავით უცნობი კი არა) ანდრია ჯაღმაიძე. ჯაღმაიძე გაემართა ბანკის მიმართულებით. ბანკის კიბეებზე შეხვდა სავარაუდოდ, ნაცნობს – მას გამოელაპარაკა და შევიდა ფილიალში. ფილიალიდან გამოსვლის შემდეგ იგი კვლავ ჩაჯდა ავტომობილში და დატოვა ტერიტორია.
ახლა კითხვა: – რამდენად ხშირად სარგებლობდა ანდრია ჯაღმაიძე ან საპატრიარქოს სხვა თანამშრომლელი ამ ტაქსის მომსახურეობით?
– მგზავრობისას ხომ არ შეატყო ანდრია ჯაღმაიძემ მძღოლს, რომ ის ფსიქიკურად ვერ იყო ჯანმრთელი? და თუ შეატყო, აცნობა თუ არა პოლიციას?
– ბრალდებულმა როსტომ მაზმიშვილმა, როგორც დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, “3 წელია პატრიარქთან შეხვედრა მინდა და ვერ მოვახერხეო”, ხომ არ სთხოვა სასულიერო პირს შუამდგომლობა?
– განუცხადა თუ არა ანდრია ჯაღმაიძემ გამოძიებას, რომ მძღოლი ან ავტომანქანა მისთვის ნაცნობი იყო?
– დაესვა თუ არა ბრალდებულ მაზმიშვილს კითხვა – მომსახურებია (ემსახურებოდა) თუ არა სასულიერო პირებს, კონკრეტულად ვის და რა ინტენსივობით?
– რამდენად ხშირად არღვევდა მძღოლი მოძრაობის წესებს?
ამ კითხვების დასმით, არანაირად არ ვდებ ბრალს არავის ჩადენილ დანაშაულში – ვინც შევარდა საპატრიარქოს ტერიტორიაზე ცნობილია, ისევე როგორც ტაქსით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერი პროფესიისა და სტატუსის მოქალაქეს.
ეს ყველაფერი საინტერესოა, მისი ქმედების ზუსტი მოტივის განსასაზღვრავად.
დასასმელია სხვა უმარავი კითხვაც.



