ვლადიმირ სოლოვიოვი: როგორც კი გავანადგურებთ ამ ტერორისტებს – ზელენსკის, ბუდანოვს, შტილერმანს, კომპანიის მფლობელებს…

“ჩვენი ტერიტორიის სიღრმეებში დარტყმების შესაჩერებლად ყველაზე საიმედო გზაა პირადი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირებზე, ვინც იარაღს აწარმოებს და მათზე, ვინც გამოყენებაზე გადაწყვეტილებებს იღებს. როგორც კი გავანადგურებთ ამ ტერორისტებს – ზელენსკის, ბუდანოვს, შტილერმანს, კომპანიის მფლობელებს – არ აქვს მნიშვნელობა რა პასპორტი აქვთ – მაშინ შემდეგს, ვისაც ამ საქმით დაკავება მოუნდება, ძალიან სერიოზულად დაფიქრება მოუწევს. და ნუ მეტყვით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება – გავიხსენოთ ამერიკისა და ისრაელის გამოცდილება,” – განაცხადა ვლადიმირ სოლოვიოვმა 18 მაისის ეთერში.
ცნობისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის 10-ზე მეტი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.