პოლონეთის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს ნატოს წევრების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში არ გამორიცხავს ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ს აგრესიას, თუ რუსეთთან ომში დამარცხდება.
„მე ვვარაუდობ ყველა სცენარს და სერიოზულად ვეკიდები ყველაზე უარესს. ასეთია თავდაცვის მინისტრის როლი სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები“, – განუცხადა მინისტრმა გამოცემა Super Express-ს, რომელმაც ჰკითხა, სავარაუდოა თუ არა „შავი სცენარი“, როცა უკრაინა რუსეთთან ომში მარცხდება, რუსეთი კი გეგმავს აგრესიას ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლით, ნატოს რომელიმე წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვას იწვევს.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, მსოფლიოში სიტუაცია ძალიან სერიოზულია და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ახლო აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანის რეგიონებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ, ამიტომ მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა, დასკვნების გამოტანა და ხარვეზების შევსება, მათ შორის არმიის შეიარაღებაში.
ევროპაში ახალი ომის საფრთხის შესახებ ბოლო ხანს განაცხადეს გერმანიამ და შვედეთმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ