დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად “დაიცავი ილიაუნიმ” 1 ლარის კამპანია დაიწყო

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად “დაიცავი ილიაუნიმ” სოციალურ ქსელში ჩართო უწყვეტი ლაივ სტრიმი. მათი მიზანია, რომ შეაგროვონ 100 000 ლარი. გარდა ამისა, ისინი აწარმოებენ 1 ლარის კამპანიას.
“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის (სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები…) “დაიცავი ილიაუნი” აკეთებს უწყვეტ ლაივ სტრიმს მანამდე, სანამ არ აგროვდება 100 000 ლარი.
გარდა იმისა, რომ თქვენი დახმარება გვჭირდება ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, თქვენი გვერდში დგომა გვესაჭიროება ფინანსურ ნაწილშიც.
ამიტომ გთხოვთ, ჩაერთოთ 1 ლარის კამპანიაში, რადგან თითოეული თქვენგანის ჩართულობა არის გადამწყვეტი. 1 ლარის კამპანია გულისხმობს, რომ ყოველმა მსურველმა სიმბოლურად მხოლოდ 1 ლარი ჩარიცხოს.
თითოეული ადამიანისგან გაღებული მცირე დახმარება უმნიშვნელოვანესია ამ დიდი საქმის განხორციელებისთვის.
მიმღები: დავით მშვენიერაძე” – ნათქვამია განცხადებაში