ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს

ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს
ფოტო: Harvard Health
2
წაკითხვა
Environmental Working Group-ის ყოველწლიური მოხსენების მიხედვით, ძალიან ცოტა მზისგან დამცავია ისეთი, რომელიც თან უსაფრთხოა და თან ეფექტიანი. ცნობისთვის, EWG არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკითხებს აქტიურად უჭერს მხარს.
ახალი მოხსენების ფარგლებში 2784 პროდუქტი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 550 (დაახლოებით 20%)-ია ერთდროულად უსაფრთხოც და ეფექტიანიც. მოხსენება სპეციალიზებულ მზისგან დამცავებსაც მოიცავს, მაგალითად, საბავშვო პროდუქტებს, SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი)-იან დამატენიანებლებსა და SPF-ის შემცველ ტუჩის ბალზამებს. აღსანიშნავია, რომ შესუნთქვის რისკის გამო, სპრეისა და პუდრის სახით არსებული მზისგან დამცავები მოხსენებაში არ გაითვალისწინეს.
EWG-ის მიერ რეკომენდებული მზისგან დამცავები როგორც UVA, ასევე UVB სხივებისგან უნდა გვიცავდეს. ეს ულტრაიისფერი სხივების 2 კატეგორიაა, რომლებიც ჩვენს დნმ-ს აზიანებს და კანს აბერებს.
საინტერესოა, რომ მომხმარებლებს ხშირად იზიდავთ ძვირადღირებული პროდუქტები, რომლებსაც წესით SPF 100+ შემცველობა უნდა ჰქონდეს და UVB სხივების 99%-ს უნდა ბლოკავდეს. მეორე მხრივ, ეს პროდუქტები განსაკუთრებული ეფექტიანობით არ გამოირჩევა. მოხსენების თანახმად, უფრო იაფი 50+ SPF-ის შემცველი მზისგან დამცავი სხივების 98%-ს ბლოკავს.
ახალ გზამკვლევში წარმოდგენილი მზისგან დამცავები ასევე არ შეიცავს რეტინალის პალმიტატს. ეს A ვიტამინის ერთ-ერთი ფორმაა. გარდა ამისა, არც ისეთი ქიმიური ნივთიერებებია რეკომენდებული, რომლებიც შეიძლება კიბოს, კანის გაღიზიანებას, ალერგიულ რეაქციებს ან რეპროდუქციულ ზიანს იწვევდეს.
2010 წელს რეტინალის პალმიტატს პროდუქტების 40% შეიცავდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 3%-ია. ეს ძალიან დადებითი ცვლილებაა.
EWG-ის მიერ რეკომენდებული 550 პროდუქტიდან 497 ძირითადად იმ მინერალებისგანაა დამზადებული, რომლებიც კანში არ იწოვება და მზის სხივებს ფიზიკურად ბლოკავს. იმის გამო, რომ მინერალებზე დაფუძნებული მზისგან დამცავები დერმისში არ შეიწოვება, ისინი კანს ნაკლებად აღიზიანებს.
ზოგადად, მზისგან დამცავის დასამზადებლად 2 მინერალის გამოყენებაა რეკომენდებული: თუთიის ოქსიდისა და ტიტანის დიოქსიდის. ასეთი პროდუქტები კანზე სქელ თეთრ კვალს ტოვებს. ექსპერტები განმარტავენ, რომ ახალი ინოვაციური ფორმულების წყალობით ეს პრობლემა თითქმის აღმოიფხვრა.
არსებობს ქიმიური მზისგან დამცავებიც, რომლებიც კანში იწოვება. იგი ქიმიურ რეაქციას წარმოქმნის, რომლითაც ულტრაიისფერი გამოსხივება ენერგიად შეიწოვება და საბოლოოდ სითბოდ იშლება. 2019 წელს დაადგინეს, რომ ხშირად გამოყენებული 6 ინგრედიენტი შეიძლება სისხლის მიმოქცევის სისტემაში სახიფათო დოზებით აღმოჩნდეს, მათ შორის, ერთი გამოყენების შემდეგაც კი.
ასეთი ნივთიერებები სისხლში გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე დღითაც რჩება. ორი ასეთი ინგრედიენტი, ჰომოსალატი და ოქსიბენზონი, სისხლში 2 კვირაზე მეტხანსაც კი დარჩა.
ევროკავშირს ჰომოსალატზე რეგულაციები აქვს დაწესებული: ეს ნივთიერება შეიძლება რეპროდუქციულ, ნევროლოგიურ ან იმუნურ პრობლემებს იწვევდეს.
ოქსიბენზონი რეპროდუქციულ ცვლილებებთან და კანის ალერგიებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ეს ნივთიერება გარემოსთვისაც საზიანოა, ამიტომ ჰავაიზე, ფლორიდაში, ტაილანდსა და სხვა ადგილებში აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 19 წლის განმავლობაში ოქსიბენზონის შემცველი პროდუქტების რაოდენობა 70%-იდან 5%-მდე შემცირდა.
გზამკვლევის თანახმად, მხოლოდ 53 ქიმიური მზისგან დამცავია ისეთი, რომელიც ცოტა საზიანო ნივთიერებას შეიცავს. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ მზისგან დამცავის გამოყენებისგან თავის შეკავებაც საშიშია: მზის რადიაცია ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მათ შორის, კიბოსთანაცაა დაკავშირებული.
ზოგადად მიიჩნევა, რომ სახლიდან მზისგან დამცავის გარეშე გასვლა უფრო საშიშია, ვიდრე საზიანო ნივთიერებების შემცველი დამცავის გამოყენება, ამიტომ EWG-ის ახალმა მოხსენებამ ამ პროდუქტის გამოყენებაზე ხელი არ უნდა აგაღებინოთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
აფეთქებამ მზის ატმოსფერო “გახია” — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში19355 ნახვა
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია10523 ნახვა
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით7307 ნახვა
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია6818 ნახვა
ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა3766 ნახვა
გირჩევთ
მეცნიერება
სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1
სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა
მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა
გადახედვა
ტექნოლოგიები
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
გადახედვა

ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
მეცნიერება
ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით
ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით
კოსმოსი
ტესტი: გამოიცანი პლანეტის ტიპი მხოლოდ ერთი მინიშნებით
ტესტი: გამოიცანი პლანეტის ტიპი მხოლოდ ერთი მინიშნებით
გადახედვა

Amazon Alexa+ სასურველ თემაზე -პოდკასტს რამდენიმე წუთში მოგიმზადებთ
Amazon Alexa+ სასურველ თემაზე -პოდკასტს რამდენიმე წუთში მოგიმზადებთ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ზოგ პაციენტს უნდა, პლასტიკური ოპერაციის გზით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს დაემსგავსოს
ზოგ პაციენტს უნდა, პლასტიკური ოპერაციის გზით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს დაემსგავსოს
გადახედვა
ადამიანი
ტვინი ინფორმაციას არაცნობიერ მდგომარეობაშიც ამუშავებს — კვლევა
ტვინი ინფორმაციას არაცნობიერ მდგომარეობაშიც ამუშავებს — კვლევა
ტექნოლოგიები
როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის
როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის