ქეთი მოლაშვილი: ამ ახალგაზრდობას რუსეთს ვერავინ შეაყვარებს… (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ბოლო ზარების ვიდეოებსა და ფოტოებს, ერთად მოვუყარე თავი, დღეს დაიწყო ბოლო ზარი არ დაგავიწყდეთ
და იმის თქმა მინდა,
რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად რომ იყოს,
ოცნებას კრიზისი გადაგორებული რომ ჰქონდეს,
ზვიად გამსახურდია, კოსტავა და ეროვნული მოძრაობა, ბოლო ზარებზე არავის გაახსენდებოდა.
აბა გაიხსენეთ,
5-10 წლის წინ, პერანგებზე ვინმე მერაბ კოსტავას სიტყვებს იწერდა? ან ეროვნულობა ზოგადად ბოლო ზარებზე რამეში ან სადმე იგრძნობოდა?!
ვუყურებ ახლა ბოლო ზარებს
და ყველა წამს იგრძნობა,
რომ ქვეყანა შინაგანად დუღს,
რაც მთავარია ახალგაზრდობა დუღს
და როდის ამოდუღდება,
თავად 1789 ყოველდღიური კვლევის ჩამტარებელმა ბიძინამაც არ იცის
და რაც მთავარია,
ამდენი რეპრესიის,
დაშინების,
ცემის, ციხეში გამოკეტვის,
ფსიქოლოგიური ტერორის მიუხედავად,
თქვენს წინაშეა
მისი აღმატებულება
საქართველოს მომავალი ♡
რომელსაც რა თქმა უნდა უპირებენ,
რომ მტერი შეაყვარონ, მაგრამ თითოეული ამ ახალგაზრდას ამოსუნთქვაში იგრძნობა,
რომ სტკივათ,
ანწუხელიძე სტკივათ
და რომ ქვეყნის ბედი აღელვებთ.
შეიძლება საბჭოთა პერიოდის ხალხი, კვლავ მოისყიდონ კარტოფილებით,
მაგრამ ამ ახალგაზრდობას რუსეთს ვერავინ შეაყვარებს..
მადლობა,
ნახვამდის ♡
პ.ს. ეს მუსიკაც ახალგაზრდების დადებულია,
ვიდეოებიც ახალგაზრდების გაკეთებულია,
მე მხოლოდ ერთად ავკინძე რამდენიმე ფოტო და ვიდეო ♡