ირაკლი – როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა?

სუბიექტურად რომ შევხედოთ, ამ სპექტრით საუკეთესო პირობებია შექმნილი მე-11 არჩევნების მოსაგებად 2028 წლის 28 ოქტომბერს. ეს არის იდეალური, როცა შენი ოპონენტი არის გვარამია, როცა შენი ოპონენტია ზურა ჯაფარიძე, თინა ბოკუჩავა და ასეთი დეგრადირებული ადამიანები, რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის საუკეთესო ფონია შექმნილი არჩევნების მარტივად მოსაგებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა და ქვეყნის ინტერესებშია, რომ გვარამია არ იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
„როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მრავალსაუკუნოვანი კულტურის ქვეყანაში, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა, ან ვაშაძე, ან ჯაფარიძე. ესენი როგორ შეიძლება იყვნენ ოპოზიციის ლიდერები. პარლამენტში შემოვიდნენ გახარიები – ეს პარტია. ან ინტელექტის დონე ნახეთ, ან კეთილსინდისიერების დონე, როგორ შეიძლება, ასეთ ხალხს ერქვას ოპოზიცია საქართველოში – მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ქვეყანაში. ასეთ ხალხს, ინტელექტისგან და კეთილსინდისიერებისგან სრულად დაცლილ ხალხს არ შეიძლება, ერქვას ოპოზიცია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ მდგომარეობის შეცვლაზე, გაჯანსაღებაზე. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი მექანიზმი და ყველაზე ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც მივმართეთ შესაბამისი სარჩელით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ