ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია „ეკონომიკურ ამნისტიას“ ამუშავებს, რომელიც სექტორში გადატვირთვას შეუწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია ბანკებისთვის – ირაკლი გიორგობიანი (BMG)

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია „ეკონომიკური ამნისტიის“ ინიციატივას ამუშავებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.ირაკლი გიორგობიანის განმარტებით, „ეკონომიკური ამნისტიის“ ინიციატივა კონკრეტულად მიმდინარე პროექტებსა და იმ ბიზნესაგენტებს შეეხება, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ჯარიმები და პირგასამტეხლოები ან ამ სანქციების გამო დავები სასამართლოში გრძელდება.მისივე თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანია, ბაზრის მოთამაშეებს მიეცეთ შანსი, გაჯანსაღებული ბალანსით დაუბრუნდნენ აქტიურ ბიზნესს.”ეკონომიკური ამნისტია სექტორში გადატვირთვას შეუწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია კომერციული ბანკებისთვის”, – აღნიშნა მან.რატომ არის საჭირო ეკონომიკური ამნისტია?ირაკლი გიორგობიანის განმარტებით, დღეს საინჟინრო-ინფრასტრუქტურულ სექტორში რისკები და, შესაბამისად, კაპიტალის ღირებულება ძალიან მაღალია, რაც დარგს პოტენციური ინვესტორებისთვის არამიმზიდველს ხდის.ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან დიალოგის შედეგად მიღწეულია შეთანხმება სექტორის „დერესკინგზე“ (რისკების შემცირებაზე), რამაც დარგში მეტი კაპიტალის შემოდინებასა და ჯანსაღ კონკურენციას უნდა შეუწყოს ხელი.”სახელმწიფოს პანაცეა ნამდვილად არ არის რომელიმე ეკონომიკური აგენტის დაჯარიმება, გაკოტრება ან სასამართლო დავა. ვფიქრობ, არსებობს იმისი საშუალება, რომ შეიქმნას სწორი ეკონომიკური ამნისტიის პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კომპანიების ბალანსს”, – აცხადებს ირაკლი გიორგობიანი.ვის შეეხება ამნისტია და რა როლი აქვს საბანკო სექტორს?ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინიციატივა მიმართულია დარგის იმ მონაწილეებისკენ, რომლებიც ბაზარზე კეთილსინდისიერად მოქმედებენ.„ეკონომიკური ამნისტია შეეხება იმ პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც სხვადასხვა საკონტრაქტო, სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, გაცილებით მძიმე ფინანსური ტვირთის (ჯარიმები/ვალდებულებები) ქვეშ აღმოჩნდნენ, ვიდრე ნორმალურ პირობებში იქნებოდნენ. ამნისტიის შედეგად კი, გაჯანსაღდება კომპანიების ფინანსური ბალანსი, რაც მათ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობას გაუმარტივებს“, – აღნიშნა მან.ირაკლი გიორგობიანი ხაზს უსვამს, რომ ინფრასტრუქტურულ ბიზნესში საბანკო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, ვინაიდან სწორედ ბანკები აზღვევენ რისკებს და აწვდიან კაპიტალს კომპანიებს.”ფინანსური ამნისტია ბანკებს მისცემს საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად შეამცირონ სექტორში არსებული რისკი, რაც თავის მხრივ, გაზრდის მათ აქტივობას და სექტორის დაკრედიტებას”, – დასძინა მან.„წერტილთან“ ინტერვიუში ირაკლი გიორგობიანმა სექტორის მთავარ გამოწვევასა და სუსტ წერტილზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ბაზრის მოთამაშეებმა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.„მინდა, ინფრასტრუქტურულ სექტორში იყვნენ რაც შეიძლება მეტი [კეთილსინდისიერი] მონაწილეები, რომლებიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთ ფასწარმოქმნას და თავის დაანებებენ დემპინგს“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.ირაკლი გიორგობიანი დადებითად აფასებს ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტსაც, რომელსაც მთავრობა ამზადებს.bm.ge