რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ბელგოროდში 7 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ბელგოროდის ოლქის ცაზე 7 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 7 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ს ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული სამიზნეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ გუბკინში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 4 კერძო სახლი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ