დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან მიიღეს ზარი და ხვალ გაიმართება შეხვედრა.
თაკო გოგოლაძის თქმით, მათ უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დაურეკა, ხოლო შეხვედრაზე კახა წიქარიშვილი, ზაქარია გვიშიანი და კახას მეუღლე წავლენ.
“საათნახევრის წინ საპატრიარქოდან მივიღეთ ზარი, რომ პატრიარქი შიო მზად არის მიგვიღოს, შეხვედრა გაიმართება ხვალ 3 საათზე, ადგილზე მივა 3 მშობელი
ადგილზე მივა სამი მშობელი, გარდა იმისა რომ ეს ვიზიტი ჩანიშნულია და 3 საათზე გადაწყვეტილია შეხვედრა, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, იმედს ვიტოვებთ რომ იქიდან გამოსულებს ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაცია გვექნება და ერთხელ და სამუდამოდ ამ საქმეა დაესმევა წერტილი და ბავშვების სიცოცხლე პირველ ადგილას დადგება ჩვენს ქვეყანაში, ვიმედოვნებთ და მოუთმენლად ველით ხვალინდელ შეხვედრას.” – თქვა თაკო გოგოლაძემ.