თამო კეშელავა: სულ ესაა რაც შეიძლება აბორტის აკრძალვამ მოგიტანოს

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
აბორტის აკრძალვა ტოლია – მიწისქვეშა, სარდაფებში აბორტების კეთებასთან, იქ, სადაც დაგხვდება ექიმი, რომელიც ფულის გამო დანაშაულზე მიდის, ანუ, სხვა სამუშაო ვერ ნახა, ან ნასამართლევია, ან ბევრი შეცდომის გამო გამოაგდეს, ან ფულის გამო ყველაფერზე მიდის, იქ, სადაც, არავინ ამოწმებს სისუფთავეს, ძველი და ბინძური სამედიცინო იარაღები, მეორადი ჩვრები, და ხალათები.
როცა ალკოჰოლი და კაზინოები აკრძალეს, გაჩნდა სივრცეები – ლამაზი, სუფთა, კარგი მუსიკით, კარგი სასმელით, სადაც ჩუმად დადიოდნენ და დიდ ფულს იხდიდნენ.
აბორტის შემთხვევაში ასე არ იქნება, აბორტის შემთხვევაში, ეს იქნება ბინძური, არასამედიცინო, არაპროფესიონალური დახმარება 10–დან 9 შემთხვევაში, ამას გვეუბნება ისტორია! შესაბამისად, ეს იქნება მეტი მკვდარი ქალი, მეტი უშვილობის პრობლემიანი ქალი, მეტი დაჩეხილი და საშვილოსნოს გარეშე დარჩენილი ქალი, მეტი დაავადებული ქალი.
სულ ესაა რაც შეიძლება აბორტის აკრძალვამ მოგიტანოს.
ცალკე საქმეა ადამიანის უფლებები, ამაზე ბევრმა და ბევრი დაწერა, მე გეუბნებით ფიზიკურად, ტექნიკურად რა შედეგი დგებოდა და დადგება.
აბორტი კი არ უნდა აკრძალო, შობადობა უნდა წაახალისო, მაგალითად, ყველა ბავშვის ჯანმრთელობის უფლების დაცვით, ყველა ბავშვის ჯანსაღი გამოკვების უფლების დაცვით…
წამალი დიუშენით დაავადებულ ბავშვებს!

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას