მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა

მექსიკაში, პუებლის შტატში შეიარაღებული პირების თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
შტატის მთავრობის ცნობით, დაღუპულებს შორის 6 კაცი, 3 ქალი და ერთი ბავშვია.
შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობა “დაუსჯელად” არ დარჩება და თავდასხმის მოტივის გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს.