“ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად, დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს” – პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ 2 პირი დამნაშავედ ცნო

საქართელოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო.
დაკავებულებმა, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად, დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს:
“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში, ბრალდებულებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს. აღნიშნულის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს. ამ გზით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახით თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს