,, მინდა დავამშვიდო ის მრავალი ოჯახი, რომელიც აბორტის ცოდვას ატარებს” – ზვიად ტომარაძე

27
,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე შიო მესამის ქადაგებას ეხმაურება:
,,რა თქმა უნდა აბორტი დიდი ცოდვაა, მაგრამ ქრისტიანობა სინანულის და მიტევების რელიგიაა, მეძავები მარიამ მაგდალინელი და მარიამ ეგვიპტელი წმინდანები გახდნენ, ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში, ხოლო მამლის ყივილამდე სამჯერ ქრისტეს უარმყოფელი პეტრე დღემდე მოციქულთა შორის უპირატესად ითვლება! ასე რომ მინდა დავამშვიდო ის მრავალი ოჯახი, რომელიც აბორტის ცოდვას ატარებს, განწირული ვერ იქნება კაცთმოყვარე უფლის მიერ!“
მოგვცეს მადლი უფალმა, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან… – შიო მესამე

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…