ძვალკუნთოვანი სისტემის პრობლემის ოსტატური მოგვარება: ვიკვლევთ ორთოპედიას და სხვა საკითხებს მის მიღმა

ორთოპედია ძვალკუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირებაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე სპეციალიზებული სამედიცინო მიმართულებაა. ამ ტიპის დარღვევების შედეგად ზიანდება ძვლები, სახსრები, კუნთები, მყესები და ნერვები. ორთოპედიაში შემავალი დისციპლინებია სპორტული ჯანმრთელობა და ორთოპედიული ონკოლოგია, რომლებიც თავის მხრივ თანაბრად მნიშვნელოვანია ძვალკუნთოვანი სისტემის სიჯანსაღისათვის.
სპორტული ჯანმრთელობა ორთოპედიაში
ორთოპედია, სპორტული ჯანმრთელობის კუთხით, ორიენტირებულია ფიზიკური აქტივობების შედეგად მიღებული ნებისმიერი სირთულის ტრავმებისა და პრობლემების მკურნალობაზე. აჯიბადემის კლინიკების ქსელის ორთოპედიის სპეციალისტები დიაგნოსტირებენ და მკურნალობენ მთელ რიგ პრობლემებს: დაჭიმულობას, მყესის რთულ დაზიანებას და მოტეხილობებს. დაზიანებული სახსრებისა და მყესების სამკურნალოდ გამოიყენება ართროსკოპიული ქირურგია, რომლის მიზანიცაა სპორტსმენებსა და სპორტით დაკავებულ ადამიანებს დაეხმაროს ტრავმის შედეგად დაკარგული ფორმის აღდგენასა და სამომავლო ტრავმების პრევენციაში, რაც მიიღწევა ინდივიდუალურად მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამებითა და ტრავმის პრევენციის შესაბამისი სტრატეგიებით.
ორთოპედიული ონკოლოგია
ორთოპედიული ონკოლოგიის მიზანია ისეთი ტიპის სიმსივნეების დიაგნოსტირება და მკურნალობა, რომლებსაც გავლენა აქვთ ძვალკუნთოვან სისტემაზე. ასეთი სიმსივნეები შესაძლოა იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანიც, გავრცელებული იყოს ძვლებში, რბილ ქსოვილებში ან ხრტილში. აჯიბადემის კლინიკების ქსელის ორთოპედი ონკოლოგები მსგავს პრობლემებს მულტიდისციპლინური მიდგომების გამოყენებით, მათ შორის სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთის, დაზიანებული არეალების რეკონსტრუქციის, ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის მეშვეობით მართავენ და მონიტორინგს უწევენ შემდგომ რეციდივებს. ჩვენი მიზანია ჩავატაროთ სრულფასოვანი მკურნალობა, რომლის შედეგადაც გარანტირებული იქნება ფუნქციისა და მობილობის შენარჩუნება.
რომელია ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული ქირურგიული ოპერაციები და რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?
ორთოპედიული ქირურგიის ჩვენებებს შორის გვხვდება ისეთი სამედიცინო კონდიციები, როგორიცაა დეგენერაციული დაავადებები, ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებები, დატვირთვა ან სტრუქტურული ანომალიები. მუხლის ან ბარძაყის სრულად ხელოვნურით ჩანაცვლება ოსტეოართრიტით გამოწვეული სახსრის დეგენერაციის პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს, ხოლო ართროსკოპიული პროცედურები, როგორიცაა ACL-ი და მენისკის ინტერვენციები – გამოიყენება სპორტული ტრავმების ან განმეორებითი დაჭიმულობის სამკურნალოდ. მხრის კუნთების აღდგენის მიზანია დატვირთვის შედეგად მყესის გაწყვეტის, ტრავმის ან ხანდაზმულობით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტა, სპინალური შერწყმის ოპერაცია კი წონასწორობის პრობლემის, მოტეხილობის ან დეგენერაციული დისკის დაავადებების არსებობის შემთხვევაში ტარდება.
ACL რეკონსტრუქციას მიმართავენ უეცარი მოძრაობის შედეგად გაწყვეტილი მყესის ან სპორტული ტრავმების დროს. კარპალური არხის ოპერაცია კი გამოიყენება შუათანა ნერვის დაჭიმულობისას. მოტეხილობის შემთხვევაში შიდა ფიქსაციის მეშვეობით ხდება ავარიების, დაცემის ან სპორტული ტრავმების დროს განვითარებული მოტეხილობის მკურნალობა. ჩამოთვლილი ქირურგიული ოპერაციები ძირითადად მიმართულია ფუნქციის აღდგენისა და ტკივილის შემცირებისკენ და საჭიროებს ზუსტი დიაგნოზის არსებობასა და ინდივიდუალურ ორთოპედიული კონდიციაზე მორგებულ მკურნალობას.
რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული სპორტული ტრავმები და როგორია მათი ქირურგიული მკურნალობის მეთოდები?
გავრცელებული სპორტული ტრავმები, რომლებიც როგორც წესი ქირურგიულ ჩარევას მოითხოვენ, მოიცავს, მათ შორის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) წყვეტასაც, რომელიც თავის მხრივ რეკონსტრუქციას საჭიროებს, ასევე მენისკის დაზიანებას, რაც აღდგენას და ნაწილობრივ მენისკეტომიას საჭიროებს, ხოლო ზოგიერთი კუნთის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ართროსკოპიული რეკონსტრუქცია. მხარში ან თეძოში ლაბრალური დაზიანების დროსაც ართროსკოპიულ რეკონსტრუქციას მიმართავენ. ქირურგიულ ჩარევას, სტაბილიზაციის, მეტალით ფიქსაციის ან მყესის რეკონსტრუქციის სახით, მიმართავენ წვივის იოგების, რთული მოტეხილობების, მყესის პრობლემების (აქილევსის ან ბიცეფსების მყესები) და სხვა რთული დაზიანებების შემთხვევებში. კონკრეტული ქირურგიული მეთოდის შერჩევა დაზიანების სირთულეზე, პაციენტის საერთო მდგომარეობაზე, სპორტის სახეობასა და პაციენტის შემდგომ გეგმებზეა დამოკიდებული, ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პროცესი კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პაციენტისათვის ოპტიმალური ფუქნციისა და მობილობის აღდგენის საქმეში.
რა სიმტპომები ახასიათებს ძვლის სიმსივნეს?
ძვლის სიმსივნეს მრავალი სიმპტომი შეიძლება ახასიათებდეს, თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებულია ტკივილი, გასიება, სიწითლე, შეშუპება, გადაადგილების სირთულე და მოტეხილობები. ტკივილი, როგორც წესი ყრუა ან მომატებულია მგრძნობელობა, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება და შეიძლება გაგრძელდეს ღამით ან მოსვენებულ მდგომარეობაშიც. გასიება და სიწითლე შეიმჩნევა დაზიანებული ძვლის გარშემო, სადაც შეიძლება შეგვხვდეს ასევე შეშუპება ან გამონაშვერი. გადაადგილების სირთულე და სახსრების დაჭიმულობა დამახასიათებელია იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე სახსრის სიახლოვეშია განვითარებული, ხოლო დაზიანებული ძვლები განაპირობებს მოტეხილობის ადვილად განვითარების შესაძლებლობას. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დაღლილობის შეგრძნებას, წონის კლებას, ცხელებას და ღამით ოფლიანობის მატებას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან ეს სიმპტომები სხვა პრობლემის მანიშნებელიც შეიძლება იყოს, თუ მათ ერთდროულად განიცდით, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სწორი დიაგნოზისა და შეფასების მიღება. ძვლის სიმსივნის ეფექტიანი მკურნალობის საწინდარი სწორედ ადრეული დიაგნოსტირება და სწრაფად დაწყებული მკურნალობაა.
როგორ მიმდინარეობს კეთილთვისებიანი ძვლის სიმსივნის მკურნალობა?
კეთილთვისებიანი ძვლის სიმსივნის მკურნალობის მეთოდების შერჩევა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც წესი, მცირე ზომის უსიმპტომო სიმსივნეების არსებობის შემთხვევაში პერიოდული მონიტორინგი რაიმე დაუყოვნებლივი ინტერვენციის გარეშეც საკმარისია. ისეთი სიმსივნეების შემთხვევაში, როდესაც პაციენტის მდგომარეობას ტკივილი ან მოტეხილობის განვითარების რისკი ერთვის – მიმართავენ ქირურგიულ ოპერაციას, რომლის შემთხვევაშიც, სიმსივნის ზომისა და მდებარეობის გათვალისწინებით ქირურგი შეარჩევს მინიმალურად ან მეტად ინვაზიურ ოპერაციას. ასეთ დროს ინიშნება NSAID-ს მსგავსი მედიკამენტები, ხოლო თუკი ძვლის დიდი ნაწილის ამოღება ხდება, რეკონსტრუქციის მიზნებისათვის მიმართავენ ასევე ძვლის გადანერგვასაც. იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება რადიოთერაპიაც. მკურნალობის მეთოდს არჩევს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ითვალისწინებს პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობასა და სიმსივნის მახასიათებლებს. კეთილთვისებიანი სიმსივნის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად საჭიროა გამოცდილი და პროფესიონალი ექიმის მეთვალყურეობა.
როგორ ჩნდება ძვლის სიმსივნე?
ძვლის სიმსივნე ძვლის ქსოვილში არსებული უჯრედების ანომალიური ზრდის შედეგია. არსებობს, ამ დაავადების როგორც კეთილთვისებიანი ასევე ავთვისებიანი ტიპები. კეთილთვისებიანი ძვლის სიმსივნის შემთხვევაში, მას ორგანიზმში გავრცელება არ ახასიათებს, თუმცა ასეთ დროს ჯანმრთელი ძვლების შევიწროვების ხარჯზე პრობლემების გამოწვევა მაინც შესაძლებელია. ავთვისებიანი ძვლის სიმსივნის დროს კი როგორც წესი გარშემო არსებული ქსოვილები და ძვლებიც ზიანდება, ხოლო მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც გადადის. ძვლის სიმსივნე შესაძლებელია წარმოიქმნას სხვადასხვა ტიპის უჯრედებში, როგორიცაა ოსტეობლასტები, ოსტეოკლასტები ან ხრტილოვანი უჯრედები. დაავადების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში უცნობია, თუმცა ისეთმა გარკვეულმა ფაქტორებმა, როგორიცაა მემკვიდრეობითი გენეტიკური სინდრომები ან რადიაციული დასხივება, შეიძლება დაავადების რისკები გაზარდონ.
ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეებიდან, რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული?
ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ოსტეოსარკომა, იგივე ოსტეოგენური სარკომა. ასეთი ტიპის კიბოს განვითარება ძვლის უჯრედებში იწყება და იწვევს ჯანმრთელი ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებას. ოსტეოსარკომა ძირითადად გვხვდება 10-დან 25 წლამდე პაციენტებში, თუმცა შესაძლებელია სხვა ასაკშიც გამოვლინდეს. როგორც წესი, ეს დაავადება მუხლის არეალში ვითარდება ბარძაყის ან წვივის მიდამოებში, თუმცა სხვა ძვლებთან (თეძო, მხარი ან მენჯის ძვლები) განვითარებაც გამორიცხული არ არის. ოსტეოსარკომას მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ქიმიოთერაპიასა და დაზიანებული ძვლის გარშემო არსებული სიმსივნის ამოკვეთის მიზნით ქირურგიურ ოპერაციას.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. , ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა 60, ტელ: 0431 258 500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)