აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა, – ინფორმაციას Associated Press-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავიზო დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ეროვნული ნაკრებების იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს

და FIFA PASS-ში 2026 წლის 15 აპრილამდე დარეგისტრირდნენ.

„ჩვენ ვაუქმებთ სავიზო დეპოზიტს იმ კვალიფიცირებული გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები შეიძინეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საკონსულო საკითხებში მორა ნამდარმა.

ასევე, სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გაუქმდა ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელების, მწვრთნელებისთვის, დამხმარე პერსონალისთვის და მათი ახლობლებისთვის.

აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამაში, რომელიც 15000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდას ითვალისწინებს, 50 ქვეყანა შედის.

პროგრამაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 5 ქვეყანაა, რომლებიც სავიზო დეპოზიტისგან გათავისუფლდებიან, კერძოდ, ალჟირი, კაბო-ვერდე, კოტ-დ’ივუარი, სენეგალი და ტუნისი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია